კიევში ტერაქტი იგეგმებოდა, დავაკავეთ მტრის აგენტი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დააკავეს მტრის აგენტი, რომელიც კიევში ტერაქტის განსახორციელებლად ემზადებოდა. ის ბელორუსის სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გადამზადებული ადგილობრივი აღმოჩნდა.

უწყების ცნობით, ის დედაქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენობასთან მანქანის დაწვის მცდელობისას დააკავეს. სამსახურის განცხადებით, იგი ასევე მონაწილეობდა მედიის წარმომადგენლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშინებაში.

სპეცსამსახურებმა ასევე გამოავლინეს, რომ ბოროტმოქმედი უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან არასანქცირებული „მიტინგების“ ორგანიზებაში იყო ჩართული.

წინასწარი მონაცემებით, მისი ქმედებები მიზნად ისახავდა უკრაინაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის შერყევასა და  ქვეყნის დისკრედიტაციას ევროკავშირისა და ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეების თვალში.

გარდა ამისა, СБУ აღნიშნავს, რომ დაკავებული აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ.

“გამოძიების ინფორმაციით,„კურატორებთან“ კომუნიკაციისთვის მან რუსული ელექტრონული ფოსტის აკრძალული სერვისები გამოიყენა. საბანკო ბარათზე საზღვარგარეთიდან დივერსიული საქმიანობისთვის თანხა იღებდა.

დადგინდა, რომ დამნაშავემ ტერაქტის განსახორციელებლად ავტომობილი, აალებადი მასალები და პიროტექნიკა შეიძინა”,- აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა საქმე.