კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა.

როგორც სახელმწიფო გამოცემა Ria Novosty წერს, პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად სად გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

“ჯერჯერობით არ ვამბობთ, შორეულ აღმოსავლეთში”, – თქვა მან.