20 დღის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.
ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა. მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ გულის ოპერაციის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას არ ადასტურებს ფხენიანი.