საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანმა განაცხადა, როგორც კი არჩევნების თარიღი დაინიშნება, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩევნებზე მოიწვევს.
“მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის. აუცილებელია, რომ ახლა ყველა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნები ჩატარდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს პრინციპებთან და ამ თვალსაზრისით მზად ვიქნებით არა მარტო ბატონი კინზინგერი, არამედ სენატორები, კონგრესმენები, როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებს. იცით თქვენ, რომ ეუთო/ოდირი განახორციელებს სადამკვირვებლო პროცესს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება მაქსიმალურად ჩართული”, – განაცხადა ზალკალიანმა.