ცესკომ რუსთავში ხმების 64.77% დაითვალა. ოპოზიციის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ამ დროისთვის ხმების 43.91% აქვს მიღებული, ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს – 44.67%.
დიდი ალბათობით, მათ შორის მეორე ტური ჩატარდება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქსა და დაახლოებით 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.