კირკიტაძე 43.91%, ლაცაბიძე 44.67% – რუსთავში მეორე ტური ჩატარდება

ცესკომ რუსთავში ხმების 64.77% დაითვალა. ოპოზიციის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ამ დროისთვის ხმების 43.91% აქვს მიღებული, ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს – 44.67%.

დიდი ალბათობით, მათ შორის მეორე ტური ჩატარდება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მეორე ტური 5-ვე თვითმმართველ ქალაქსა და დაახლოებით 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.