რუსთავში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების შედეგების 100%, 88 უბანი დათვლილია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ხმების 46.28% ( 23 523 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს – 53.71% (27 301 ხმა).