„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები,“
აცხადებს ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.