“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.