შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა – მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.
ადგილზე მძიმე ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული. ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და მხოლოდ ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.