“გუშინ ბავშვი მყავდა ჩაყვანილი პოლიკლინიკაში ექიმთან, რიგი იყო და სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, ჩავრთე ტელეფონი და ჩავრთე ბლუთუზი და ვნახე, რომ ამომიგდო რაღაც უცხო კოდები, გამიკვირდა, რა კოდები უნდა იყოს-მეთქი და მერე გამახსენდა, ინტერნეტში იდო, რომ ეს კოდი არის ის, რომ აიცრება ადამიანი და იჩიპებაო. შევხედე, მე თვითონ არ ვიცოდი ჯერ, მერე მივედი სახლში, არ ვიცი ვინ იყო პოლიკლინიკაში აცრილი, ვინ არ იყო, სახლში ერთი ოჯახის წევრია აცრილი და მეზობელი იყო ჩამოსული. ჩავრთე ბლუთუზი და ამოაგდო ორი კოდი – ჩემი ოჯახის წევრის და მეზობლის, რომელსაც შევეკითხე – აცრილი თუ ხართ-მეთქი და კიო, ავიცერი რამდენიმე დღის წინო და ვაჩვენე – ორი კოდი ამოაგდო, ალბათ, თქვენია მეთქი.
მამაჩემმა ასე თქვა, რომ აყოლილი ხარ ვიღაც-ვიღაცებს, აბსურდულ რაღაცებს ამბობო… ცოტა ხანში გავიდა მეზობელი, ჩავრთე ისევ ბლუთუზი და ამოაგდო მხოლოდ ერთი. მამაჩემი გაოგნდა”