კლინიკა ვივა მედში გარდაცვლილის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკა ვივა მედის ინფორმაციით, მათთან გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შეიჭრნენ და დაცვის წევრი დაჭრეს. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. დაჭრილია დაცვის წევრი, რომელსაც ამ წუთებშ ოპერაცია უტარდება.

“პაციენტი გარდაიცვალა გამთენიისას, მისი ოჯახის წევრების მიერ მოხდა თავდასხმა ჩვენი კლინიკის დაცვის თანამშრომლებზე. რის შედეგადაც, გაანადგურეს ინვენტარი, რეგისტრატურა, მინები ჩაიმსხვრა, შემოსასვლელი, ფანჯრები, კარები, სკამები და რაც მთავარია, ძალიან მძიმედ არის დაჭრილი დაცვის თანამშრომელი, რომელიც იმყოფება საოპერეციო ბლოკში და მიმდიანრეობს რთული ოპერაცია. სავარაუდოდ, დაჭრილია ცივი იარაღით”, – უთხრა On.ge-ს ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.