„სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? – არა! ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს“

აცხადებს, თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.