კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, ძალიან მოწესრიგებულები არიან – კალაძე

“კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, ძალიან მოწესრიგებულები არიან”-  ასე უპასუხა,  თბილისის მერმა, კახა კალაძემ BM.GE-ის შეკითხვას, მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან დაკავშირებით რომელიც შემდეგ კლუბების გახსნის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

”კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან და კონტროლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, ისე ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, თუ არ ექნება მწვანე პასპორტი. ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს გაჩერების შესაძლებლობას არ მივცემთ და ადამიანებსაც კლუბში მისვლისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ. ” – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს კლუბი KHIDI  თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა წესის დაცვით გაიხსნა რის შემდეგაც ისინი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ტერიტორიის დასაცლელად კლუბის ხელმძღვანელებს კონკრეტული ვადა მისცეს რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ  ტერიტორიის დაცლის გადაწყვეტილება მიიღეს და განაცხადეს, რომ აღნშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

რამდენიმე საათის წინ, კლუბმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ KHIDI ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე კლუბს ტოვებენ. ისინი  პასუხისმგებელ პირებს გონივრულ ვადას აძლევენ, რომ კლუბის მუშაობა დაუშვან და აცხადებენ რომ სხვა შემთხვევაში მათგან  მიიღებენ  “მხოლოდ წინააღმდეგობას”.