“კმაყოფილი ვარ NGO-ებთან სასამართლო რეფორმაზე საუბრით, სამუშაო ბევრია “- ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომეპო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშრებით თვითერზე წერს. მისი თქმით ის კმაყოფილია NGO-ებთან საუბრით და აცხადებს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ამ მხრივ გრძელდება.
“კმაყოფილი ვარ იმ გულწრფელი საუბრით სასამართლო რეფორმაზე და დემოკრატიული პროგრესსზე, რაც საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან მქონდა. საქართველომ ოკუპაციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესი განიცადა. ამერიკის კერძო ინვესტიცია დამოკიდებული სწორედ მდგრად, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზეა. ბევრი საქმეა კიდევ გასაკეთებელი და ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება”, – განაცხადა პომპეომ