ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. მისი აზრით, მმართველი პარტია მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში და “სოლიდური უმრავლესობით მოვა”.
“მე მგონი, დღეს არ არის… შეიძლება [პროგნოზის გაკეთება]?
ჩვენ ვაცხადებთ მუდამ, კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან, ჩვენ ვფიქრობთ, არანაკლებ 55%-ის, არამეტი 60%-ის, ამ შუალედში…
სხვა კვლევებიც არსებობს, გარდა შიდა პარტიულისა, რა თქმა უნდა, 2-3 არხი მხოლოდ სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები სწორედ ამაზე მიანიშნებს, კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით… აბსოლუტურ უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით.
მე ვფიქრობ, 100 მანდატი ექნება ქართულ ოცნებას საშუალოდ, პლუს მინუს 2 მანდატი”,- თქვა ივანიშვილმა.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება