“კოალიცია ცვლილებისთვის” პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე ოფიციალურად მიმართავს

“კოალიცია ცვლილებისთვის” პარლამენტს მანდატების გაუქმებისთვის ოფიციალურად მიმართავს – ამ წუთებში კოალიციის ლიდერები პარლამენტის კანცელარიაში იმყოფებიან და 19 წევრი უკვე ინდივიდუალურ განცხადებას წერს, რომ გაუუქმდეთ სადეპუტატო მანდატი.

“ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს…საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს.” – ამბობს ნიკა მელია