ირაკლი კობახიძემ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადააყენა და თავის მთავარ მრჩევლად დანიშნა. კობახიძის თქმით, ქვრივიშვილი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია და დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე წარმატებით უძღვებოდა ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებს.
“ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად ეკონომიკური საბჭოს გაძლიერება გადავწყვიტეთ, ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევ შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთანაა დაკავშირებული, ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას” – თქვა კობახიძემ.
ამავე დროს, მოქმედმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალი თანამდებობა დაიკავა და ის ეკონომიკურ საკითხებში კობახიძის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნად იმუშავებს.