ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად გამართულ აქციებს, ხელოვნურ და ჭარბ აჟიოტაჟს” უწოდებს.
“ყველაზე პრობლემური ქეისი არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა.” -განაცხადა კობახიძემ.