კობახიძემ მოგვიწოდა რომ დავშლილიყავით – ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ მელიას აღარ დახვდებიან

”კობახიძემ მოგვიწოდა რომ დავშლილიყავით” – ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის ტერიტორიას ტოვებენ და ენმ-ის თავჯდომარეს ნიკა მელიას აღარ დახვდებიან.

“არის დაძაბულობისა და პროვოკაციის მაღალი რისკი. მოუწოდა საზოგადოებას ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მოგვიწოდა პირადად ახალგაზრდებს, რომ დავშლილიყავით. აქ ერთად დგომით გამოვხატეთ ჩვენი ჯანსაღი პროტესტი, არამარტო ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა, არამედ ჩვენმა მეგობრებმა და მათ, ვისაც გული შესტკივათ, ჩვენც უბანზე, ქალაქზე და ზოგადად საქართველოში”, – განაცხადა ვიტო დოლიძემ.

ცნობისთვის,  “ოცნების” წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.