მინდა, ირაკლი კობახიძეს ვურჩიო, რომ საკუთარი რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს, რადგან ძალიან არ მოეწონება ის შედეგი, რასაც აღმოაჩენს. მას ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვს. კობახიძეს ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებები შეასრულოს. შესაბამისად, ივანიშვილის დავალებების გავლით, ის დავალებები შეასრულოს, რომლის საქართველოში განხორციელებაც რუსეთს სურს.

კობახიძეს ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვს, რომ ივანიშვილი ასიამოვნოს და რასაკვირველია, ივანიშვილს სიამოვნებს განსხვავებული აზრის, პოზიციისა და თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ლანძღვა – იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები.

ჩვენ ვხედავთ გაშმაგებულ იერიშს ყველაზე, ვინც რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების ნაწილი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ სიაში მოწინავე რიგებშია, რადგან ის სწორედ ივანიშვილის დავალებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ მთავრობას ხელს უშლის იმ რუსული გეგმის შესრულებაში, რასაც ივანიშვილი ცდილობს.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტია ლელოსა და კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, საბა ბუაძე.