“კობახიძეს არაფერს ვუპასუხებ, ეს დროის ფუჭი ნაყვაა”- სე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, გახარია მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა.
„ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა – მეორე, ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო. ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, მხოლოდ დავიწყე და ჯერ ილაპარაკონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.