„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად იბრძვიან“
ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“.