ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), პრემიერმინისტრმა კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომით ჰგონია, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო.
აცხადებს ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი X-ზე.