„კანონის ინიციირებამდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0. ამ დასკვნის საშუალებას ჩვენ გვაძლევდა ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე”.
განაცხადა ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაწევრიანების მოლაპარაკებებზე რეკომენდაცია, მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან გასცა. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ “საქართველომ დემოკრატიულ გზას გადაუხვია” რის გამოც, მოლაპარაკებები ვერ გაიხსნებოდა.