“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება”,– ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ-ს განცხადებას, რომ თუ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქცია არ გაიმართება.
“ისინი არიან თავისი ბუნებით მიდრეკილი არეულობისკენ, დესტრუქციისკენ, მათ სიტყვას რანაირად შეიძლება ვენდოთ. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების დაცვა და ყველას უსაფრთხოების დაცვა. წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, ბუნებრივია, ამის საჭიროება თუ არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, პაციენტების, სპეცრაზმის უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა დავუშვათ ვიღაცის ახირების გამო”,– ამბობს კობახძე რუსთვი 2-ის ეთერში.
დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა და პასუხისმგებლობა აიღო, რომ თუ საააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, მის სიახლოვეს აქციას არ გამართავს.