ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით ქართული ოცნება პარლამენტში 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. წინასწარი მონაცემებით, დანარჩენ პარტიებზე მანდატები შემდეგნაირად განაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი;
ევროპული საქართველო – 5 მანდატი;
ლელო – 4 მანდატი;
სტრატეგია აღმაშენებელი – 4 მანდატი;
გირჩი – 4 მანდატი;
მოქალაქეები – 2 მანდატი;
ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი.