„ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”,
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.