ისინი (ქართული ოცნება) კარგავენ თავიანთ ამომრჩეველს, იმ ხალხს, რომელმაც შექმნა 2012 წლის 1 ოქტომბერი და მათთვის პრინციპულია, ყველა, ვინც ვიყავით 2012 წლის 1 ოქტომბრის შემოქმედები, ყველა გაგვაიგივონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ამ ხალხს მორალური დისკომფორტი შეუქმნან – ნაცებთან მიდიხართ? ეს ხალხი ნაცებთან არ მიდის, ეს ხალხი იცავს თავისი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეს.
[…] ყოფილა მისი მხრიდან (ირაკლი კობახიძე) თავდასხმები ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ არა პირდაპირ, დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს უყვებოდა რაღაც სიბინძურეებს, რაზეც მერე ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა, რომ მოვიდა კობახიძე და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო. ამის იქით მისი საქმიანობა არ მიდიოდა, ეს არის უბრალოდ ჩამშვები, ადამიანი ჩანერგილი, რომელსაც ცუდის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია.
განაცხადა, ” ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ TV პირველთან საუბრისას.გედევან ფოფხაძე “ტვ პირველთან” იხსენებს მმართველ პარტიაში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ “კობახიძე ბიძინა ივანიშვილს მათზე სიბინძურეებს უყვებოდა”.