კობახიძე: კახიშვილმა კომიტეტების თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, კონსულტაციები გვექნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება დეპუტატ კახა კახიშვილის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს.

კობახიძის თქმით, კახიშვილის კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება”, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ უმრავლესობის წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გამოფხიზლდეს და მეტი საქმე გააკეთოს, ვიდრე ხალხი მივა და “ყველას იფრენს”.

მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებით, ის არა ლიდერი, არამედ რიგითი დეპუტატია.

კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება დატოვოს, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში სხვა პარტიაში არ გადაინაცვლებს.