„სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტის ღირებულებისაა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. თუ აქამდე არ ყოფილა, ეტყობა, პირველი პრეცედენტია.[სხვა დაკავებულებზე] – აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა … სამი დაკავებულია-თქო. აქედან 2 არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად”.
განაცხადა, ირაკლი კობახიძემ, ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 23 წლის სტუდენტზე, მეგი დიასამიძეზე.
კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე გუშინ დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
ამასთანავე, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა, რადგან „პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლითაც სტუდენტი გოგო დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად“.












