კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ – ელისაშვილი

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან ჩავაბარებთ წარსულს, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და არავისთვის საინტერესო აღარ იქნება ერთი თავგაჩეჩილი ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„24 ნომერი შემოვხაზე, მიკიბულ-მოკიბულად რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იმას მივეცი ხმა, ამას, განვითარებას და ა.შ. არა, უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და ეს ჩემი ღრმა რწმენით 24 ნომერია, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, რადგან ჩემი თავის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც და უკეთესი საქართველოსთვისაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს კი რთული დღე გვექნება, საომარი და საბრძოლო, მაგრამ საერთო ჯამში, ამაღამ შევცვლით და უკეთესი საქართველოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს – ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, – აღნიშნა ელისაშვილმა.