კობახიძე, სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ რკინიგზაში დასაქმებას სთავაზობდა – გოგაშვილის ცოლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი  ამბობს რომ 1 წლის წინ, ირაკლი კობახიძე მატთან სახლში მივიდა და გაჩუმების სანაცვლოს, “საქართველოს რკინიგზაში”, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა.  მარტყოფლიშვილი დარწმუნებულია, რომ მაშინ კობახიძე პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით მივიდა.

“ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე – ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება. შემოთავაზება იყო, რომ მე [სოსო გოგაშვილი] რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ. [..] ირაკლი კობახიძე რა ფიგურაა ისეთი, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს რამე, თუ არა ბიძინა ვანიშვილის დავალებით რომ არ მოსულიყო ის ჩვენთან” – ამბობს თია მარტყოფლიშვილი.