კობახიძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას პლაკატს თავად ენმ-ს წევრებმა ესროლეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ნიკა მელიას პლაკატისთვის სროლას ეხმიანება და ამბობს, რომ როცა ენმ მძიმე მდგომარეობაშია, “ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან”.

კობახიძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას პლაკატს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ესროლეს. კითხვაზე, თავად ენმ-მ ჩაიდინა თუ არა ეს, კობახიძე პასუხობს:

“რატომაც არა, რატომაც არა. სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ესროლოს ნაციონალური მოძრაობის ოფისს. იმისთვის გააკეთეს, რომ ნაცმოძრაობის პლაკატი დაჭრეს და ნაცმოძრაობას ებრძვის ქართული ოცნება. სისულელეა”.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისსა და ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შსს–მ გამოძიება დაიწყო.