კობახიძე: “ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა.

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს,ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს”,– წერს კობახიძე.

მისი თქმით, “ოცნება” საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

“ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, – წერს კობახიძე Facebook–ზე.