“დღეს ვითომ დასავლური კობახიძე ძერჟინსკი უკანონო პარლამენტიდან გველაპარაკება დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე”,– ასე პასუხობს ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მან თქვა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი პარლამენტში არ შევიდა.
„მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი?”,– ამბობს ინაშვილი
მისივე განცხადებით, ქართული ოცნება კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს.
“ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
დღეს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით 4 დეპუტატი: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე შევიდა. მათი განცხადებით, პარტიას ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ ძალას – “ევროპელ სოციალისტებს” აფუძნებენ.