ეს არის სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები – ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე Edison Research-ის კვლევას, რომლის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 25%- ენმ-ს; ხოლო 10% – გიორგი გახარიას.
“ეს არის სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინეს. ჩვენ შეგვიძლია ინტერესით დავაკვირდეთ მათ სიზმრებს და ამ სიზმრებში არის ერთი რამ ძალიან საინტერესო პირდაპირ იკვეთება მათი ინტერესი. მათი ინტერესია, რომ რაღაცნაირად ნაცმოძრაობამ და გახარიამ ერთობლივად მოახერხონ ისეთი რაოდენობის ხმების შეკრება, რომელიც მათ ქვეყნის არევის საშუალებას მისცემს”, – აცხადებს კობახიძე.