კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისია შეიქმნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

“დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”- ნათქვამია განცხადებაში.