კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტი “ფეიკის მსხვეპრლია”

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტი “ფეიკის მსხვეპრლია”. ამის შესახებ კობახიძემ “ოცნების” საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

“კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალებს დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება”- თქვა კობახიძემ.