ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება “გაუმართლებელია”, რადგან ქართველ ხალხს აყენებს “უმძიმეს მდგომარეობაში”.
“როდესაც შენ სხვას ვერ უქმნის პრობლემას სანქციებით და პირიქით, საკუთარ ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგა არის გაუმართლებელი და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ მარტივ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციებისთვის იყენებენ”,– თქვა კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარს უჭერს სიტყვით და საქმით.
“საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს, პირველ რიგში, კონკრეტული ნაბიჯებით. ყველა ფორმატში ჩვენი მხარდაჭერა იყო ძალიან მყარი და ურყევი”,– აღნიშნავს კობახიძე..