სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ირწმუნება, რომ მთავრობამ “კოვაქს პლატფორმაზე” დოკუმენტაცია ვერ ატვირთა და აპლიკაციაში შეცდომები ჰქონდა.
“კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან, მართლა შიშველი დატოვეს პანდემიის წინაშე. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ უბრალოდ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე“ და შეცდომები ექნებოდათ. ელემენტარულად დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაკომპეტენტურ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა“,-განაცხადა ჩიხლაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, მსოფლიოში 90–ზე მეტმა ქვეყანამ ვაქცინაცია უკვე დაიწყო, მათ შორის არიან საქართველოზე ღარიბი ქვეყნებიც.
“განაში 600 ათასი დოზა უკვე მიიღეს და იწყებენ ვაქცინაციას. მანამდე იყო რუანდა, რომელიც 2 მლნ დოზას იღებს. ეს გამართლება, რომ ნუ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს… კი ბატონო, არ ვედრებით, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშსაც აღარ შევედაროთ?! საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?! ეს არის მიზეზი იმის, რომ მთავრობამ არ აწარმოა მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან და მწარმოებლებთან“, – თქვა ჩიხლაძემ.