ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილს დღეიდან სასტუმროებში უმკურნალებენ. მისი თქმით, მსგავსი დაწესებულებები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იფუნქციონირებს.
“ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა, 65 წლიდან ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ, უსიმპტომობის შემთხვევაში, მკურნალობა გაიარონ სასტუმროს ქსელში”, – განაცხადა ტიკარაძემ.