კოვიდინფიცირებულმა ორსულმა, რომელიც კლინიკა ბომონდში მკურნალობს, ნაყოფი დაკარგა.როგორც კლინიკაში განაცხადეს, ქალი თავდაპირველად ბათუმში მკურნალობდა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე ის სახლში გაწერეს. ამის შემდეგ, სასწრაფომ პაციენტი კლინიკა ბომონდიში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა.პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
“პაციენტს უტარდებოდა ყველა შესაბამისი მკურნალობა, რაც კი შეიძლებოდა, ჩართულები იყვნენ მედიკოსები, პაციენტს ასევე შესთავაზეს გადაყვანა, დარეფერალება, რაზეც უარი განაცხადა ოჯახმა. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს იმას, რომ მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში ჩართული იყო მისი მკურნალობის საქმეში. სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა”- აცხადებენ კლინიკაში.