ინდოეთი კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეში 350 ათასს მიაღწია. ყოველ ოთხ წუთში დედაქალაქ დელიში ერთი ადამიანი კვდება. პრემიერ მინისტრმა ნარენდა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შტორმის ეპიცენტრშია.
ადგილების უკმარისობის გამო კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ. ბევრ საავადმყოფოში კი ჟანგბადი და საწოლი ადგილები აღარ არის საკმარისი და პაციენტებს ვეღარ იღებენ.
დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვყანაში თითქმის 20 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ–ს შემდეგ.
“ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში, რადგან პირველ ტალღას წარმატებით მოვერიეთ, თუმცა ამ ქარიშხალმა ნაცია შეარყია“– თქვა პრემიერ მინისტრმა ერისადმი რადიომიმართვაში.
დიდმა ბრიტანეთმა კვირას ინდოეთში 495 ჟანგბადის კონცენტრატი, 120 არაინვაზიური აპარატი და 20 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაგზავნა.
პრემიერმა ჯონჯონმა პირობა დადო, რომ ლონდონი ინდოეთის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ევროკავშირი ასევე დაპირდა ინდოეთს ჟანგბადს და მედიკამენტებს.
აშშ, რომელიც მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა ინდოეთისთვის კორონავირუსის ექსპრეს დიაგნოსტიკის საშუალებების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და ექიმებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიწოდებას დაიწყებს.
აშშ–ს პრეზიდენტის უფროსი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის თქმით აშშ ინდოეთში ვაქცინის დოზებსაც გაგზავნის და ინდოეთს ადგილზე მისი წარმოების გაზრდაშიც დაეხმარება.
“ინდოეთში და ქვეყნებში, სადაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე დაბალი შემოსავალი აქვთ, საშინელი სიტუაციაა და ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ადამიანების დასახმერაბლად“– თქვა ფაუჩიმ.