“კოკა-კოლა” საშობაო ქარავანს აუქმებს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო “კოკა-კოლა” საშობაო ქარავანს აუქმებს – ინფორმაციას კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia თავად ავრცელებს.

“კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების დღიდან დაარსებისა, ერთგული. გააუმჯობესოს საზოგადოების ისწრაფვის, ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.

დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

„მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა” ამ გზავნილით, კოკა-კოლა ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან.

ქვეყანაში გამო, მიმდინარე მოვლენების მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ “სანტა” საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი”, – ნათქვამია განცხადებაში.