”ფაქტობრივად, მოლაპარაკებები უკვე დავასრულე და ბიზნესაქტივობით რუსეთის ფედერაციაში გადავდივარ […] ასე ვთქვათ, ჩემი დროის დიდ ნაწილს რუსეთში გავატარებ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემი ბიზნესისთვის იქ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ […] შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად რუსეთში ვიცხოვრებ.”
პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია საცხოვრებლად რუსეთში გადადის. ამის შესახებ ინფრომაცია მან TV პირველს დაუდასტურა.