როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ანულებს, ხოლო შენ რუსულ საწვავზე და გაზპრომზე კიდებ ქვეყანას;
როდესაც თავისუფალი სამყარო ვაჭრობას ამცირებს, შენ კი პირველ სავაჭრო პარტნიორად ხდი;
როდესაც თავისუფალი სამყარო სანქციებს უწესებს, შენ კი ხელის მოთმობას ცდილობ;
როდესაც თავისუფალი სამყარო საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, შენ კი ხსნი;
როდესაც თავისუფალი სამყარო ვიზებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, შენ კი პირიქით ყველაზე ლიბერალური რეჟიმი გაქვს;
როგორ ფეიკებიც არ უნდა ავრცელო, რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო სახელის გარეცხვაში, კოლაბორაციონისტი ხელისუფალი ხარ და დაასრულებ ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ყველა მტერთან მოთანამშრომლე – ისტორიულ და საშვილიშვილო სირცხვილში.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე