გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ელოდება.
მისი განცხადებით, კოლეგები მის მიმართ “დაბნენ”, რადგან იციან, რომ ის არ არის “მთლად კანფეტი”.
„თქვენ რა იცით, რომ ნიკა მელია კიევში წასვლის დროსაც პარლამენტში შემოსვლას არ ფიქრობდა? რატომ ამბობთ, რომ პოზიცია შეიცვლება, შეიძლება არც შეიცვალოს, უფრო გამყარდეს. მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტში შემოვლენ, ველოდები. რასაც ჩემს კოლეგებს ვუყურებ, ჩემს მიმართ ცოტა დათბნენ. გუშინ, ზოგიერთებს ცოტა აგრესია კი ჰქონდათ, მაგრამ შედარება არ არის, დამთბარები არიან. იციან, რომ ამ შენობაში ვიქნები და მაინც და მაინც არ ამწვავებენ, რადგან იციან, რომ მეც არ ვარ მთლად კანფეტი”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.