პრეზიდენტი არაფერს არ აკეთებს, პირიქით, ეწინააღმდეგება სტატუსის მიღებას. ანუ თვითონ ითხრის თავისივე საფლავს, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს მისი ვოიაჟებით არ არის მიღწეული. უამრავ ქვეყანაში დაგვიდასტურეს მხარდაჭერა. სერიოზული ვიზიტები ჰქონდა პრემიერმინისტრსაც და ვიზიტები იყო საქართველოშიც. პრეზიდენტს ხელისუფლების ნდობა არ აქვს, რბილად არის ნათქვამი. ის არის დაპირისპირებული ბანაკის წევრი, რადიკალური ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა.