კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება, მოსახლეობა გადასახადების გაზრდას აპროტესტებს. უკვე 6 დღეა, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არ წყდება. საპროტესტო აქციების ცენტრი დედაქალაქ ბოგოტაში ისტორიული, ბოლივარის მოედანია სადაც დემონსტრანტები ბანერებით ხელში პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ პოლიტიკას აპროსტესტებენ.
კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ აქციები 28 აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. არეულობა მოხდა ბოგოტაში, კალიში, მედელინში და სხვა ქალაქებში. კოლუმბიის ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 90 ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, 850-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, საიდანაც 540 პოლიციელია და სულ მცირე 19 აქტივისტი და 1 პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ივან დუკეს ბრძანებით, რამდენიმე ქალაქში ჯარია შეყვანილი.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტებში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.
ცნობილია, რომ მოგვიანებით მთავრობა რეფორმის გეგმებში ცვლილებების შეტანას დათანხმდა, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდა.